• ニュース
  • RWC2019開催準備
  • 愛知・豊田ラグビー情報
  • 愛知・豊田の魅力
  • 豊田スタジアム
  • ラグビーを知ろう
  • Other languages
  • FAQ

現在位置:  トップページ > 愛知・豊田ラグビー情報 > global > რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019


ここから本文です。

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019

ページ番号4000222  更新日 2019年2月4日 印刷

vi1

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 გაიმართება ქალაქ ტოიოტას სტადიონზე

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი TM ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპორტულ ღონისძიებად, ოლიმპიური თამაშებისა და ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. 2019 წელს, აზიაში პირველი სპორტული ტურნირი გაიმართება იაპონიაში. ამ ეპოქალური ტურნირის თამაშები, ქვეყნის მასშტაბით 12 სტადიონზე გაიმართება და შეჯიბრების გასამართ ერთ-ერთ ადგილად ქალაქ ტოიოტას სტადიონი შეირჩა. მას შემდეგ, რაც Toyota City-იმ მიზნად დაისახა განვითარდეს, როგორც პროგრესული და საერთაშორისო ქალაქი, იგი დიდ ძალისხმევას ხარჯავს მსოფლიოსთვის შესაბამისი საპრომოუტერო მესიჯების გაგზავნაში, ის ასევე ააქტიურებს ადგილობრივ ქალაქებს შორის ურთიერთობებს და ქალაქის ინტერნაციონალიზაციის საქმეში საკუთარი მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, მასპინძლობს საერთაშორისო რაგბის ტურნირებს და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 შეხვედრების განრიგი!

4 შეხვედრა გაიმართება ქალაქ ტოიოტას სტადიონზე

პირველი შეხვედრა, ორშაბათი 7:15 pm 23 სექტემბერი 2019 წელი

უელსი V  საქართველო

vi2

მეორე შეხვედრა, შაბათი 6:45 pm 28 სექტემბერი 2019 წელი

სამხრეთ აფრიკა V ნამიბია

vi3

მესამე შეხვედრა, შაბათი 7:30 pm 5 ოქტომბერი 2019 წელი

იაპონია V  სამოა

vi4

მეოთხე შეხვედრა, შაბათი 1:45 pm 12 ოქტომბერი 2019 წელი

ახალი ზელანდია  V  იტალია

vi5

ჩემპიონატზე გასული გუნდები, რომლებიც ქალაქ ტოიოტას სტადიონზე შეერკინებიან ერთმანეთს

იაპონია

vi6

2016 წელს იაპონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯეიმი ჯოზეფი დაინიშნა. რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიის განსაცვიფრებელმა გამარჯვებამ გათამაშებათა ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - სამხრეთ აფრიკასთან - მსოფლიო შეძრა. ეს რაგბის მსოფლიო თასების ისტორიაში უდიდეს სენსაციად მოინათლა. მას შემდეგ იაპონიამ, რომელსაც „მამაც ყვავილებადაც“ მოიხსენიებენ, სახელი დაიმკვიდრა სპორტის ისტორიაში.

ახალი ზელანდია

vi7

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, როგორც მათ უწოდებენ „შავები“ ან „ოლ-ბლექსი“, მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო გუნდია. „ოლ-ბლექსი“ ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასი ზედიზედ, 2011 და 2015 წლებში მოიგო და 2019 წლის მსოფლიო თასზეც გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. გუნდს, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ზრდა უწყვეტად ხდება, ზედიზედ მესამე მსოფლიო თასის მოგების უდიდესი შანსი აქვს.

სამხრეთი აფრიკა

vi8

სამხრეთაფრიკელები რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულები 1995 და 2007 წლებში გახდნენ და თავისი უმაღლესი დონის თამაშით ამაყობენ. 2015 წლის ტურნირზე მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, ისინი მოწადინებულები არიან, 2019 წელს სახლში წაიღონ რაგბის მსოფლიო თასი.

უელსი

vi9

უელსში რაგბის კავშირის გუნდი, რომელსაც ალისფერი მაისურების გამო „წითელ დრაკონებსაც“ უწოდებენ, იმდენად პოპულარულია, რომ ეროვნული კულტურის ნაწილადაც კი მიიჩნევა. ტრადიციულად, უელსელებისთვის დამახასიათებელია მოწინააღმდეგის დამარცხება ფორვარდთა ძალისმიერი თამაშისა და ხელდახელ თამაშის ხარჯზე.

საქართველო

vi10

საქართველო დიდი ხანია საბრძოლო ხელოვნებასთან ასოცირდება, ამიტომაც ბევრი მოთამაშე მსხვილი და მკვრივი კუნთებით გამოირჩევა. თავიანთი ფიზიკური უპირატესობის გამოყენებით, ისინი მეომრებივით თამაშობენ. საქართველო ბოლო წლებში მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სარაგბო ქვეყანაა.

იტალია

vi11

რაგბის ერთ-ერთ წამყვან გუნდს - იტალიას - ყველა მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული, პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული. ამ პერსპექტიულ გუნდს დიდი პოტენციალის მქონე მრავალი ათლეტი ჰყავს. მათი მიზანი 2019 წლის გათამაშებაში 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა.

სახელმძღვანელო

vi30

ფლაერი

vi31

რაგბის მსოფლიო თასი 2019™, იაპონიის მასპინძელი ქალაქის სარეკლამო ვიდეო (ქალაქი ტოიოტა)

გთხოვთ, სიამოვნეთ ქალაქ ტოიოტას სილამაზითა და მიმზიდველობით. მოითმენლად ველით თქვენს ხილვას ქალაქ ტოიოტაში!

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 TM(ტურიზმის ორგანო)

ქალაქ ტოიოტას სტადიონი

vi21

ტოიოტა სიტის ძალისხმევა

vi20

PDF形式のファイルをご利用するためには,「Adobe(R) Reader」が必要です。お持ちでない方は、Adobeのサイトからダウンロード(無償)してください。Adobeのサイトへ新しいウィンドウでリンクします。

このページに関するお問合せ

豊田市役所
〒471-8501 豊田市西町3丁目60番地
電話番号:0565-31-1212 ファクス番号:0565-33-2221





Copyright © 2017 Toyota city All rights reserved.